22:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:41:03, 626 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე დადებითად აისახება.

„პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

თებერვალში სამომხმარებლო  ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული უცხოური ვალუტით სესხების მომსახურების ტვირთისა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა აქვს ასევე ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადის მატება და თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდა. შემდგომი თვეების განმავლობაში აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. ამასთან, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2016 წლის იანვარში 0.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ფულადი გზავნილების შემცირება და ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მომსახურების ტვირთის ზრდა შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს.

არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის და განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ტოვებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს  ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 აპრილს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics