11:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ზუგდიდის გამგეობა შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს შექმნაზე მუშაობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ დღეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტაციაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიორგი როინიშვილმა და მხარის გუბერნატორი ლევან შონიამ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

 

"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის წევრებმა სანაპირო დაასუფთავეს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აქტივისტებმა მალთაყვის სანაპირო ზოლზე ,"ოქროს ტბისა" და ყოფილი "ტურბაზის" პლაჟებზე დასუფთავების მორიგი აქცის მოაწყვეს.

 

ფოთის მე-6 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160.000 ლარი გამოიყო.

 

დარჩელი–ანაკლიის გზაზე გარეგანათების მონტაჟი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დარჩელი –ანაკლიის ავტომაგისტრალზე გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.

 

ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა

ჯალაბაშვილებში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცემა.

 

ფოთს იენის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია

ფოთს გერმანიის ქალაქ იენის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში კულტურის კერებსა და ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს ეცნობა.

 

ფოთის კულტურის სამსახურს მუსიკალური აპარატურა გადაეცა

ფოთში კულტურული ღონისძიებების ეფექტურად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიძინა და კულტურის სამსახურს გადასცა ახალი, 12 კილოვატიანი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამერიკული "ელექტროვოისის" და ინგლისური "ალენდ ჰიჩის" წარმოების მუსიკალური აპარატურა, ხმის გამაძლიერებელით, დინამიკებით, ხმისა და დიჯეის მიქშერებით,მიკროფონებით.

 

42 დევნილ ოჯახს ახალსოფელში საცხოვრებელი ფართი გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეს, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.

 

გრიგოლიშში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ საკანკიოს უბანში 12 გრძ/მ საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ერგეტის საბავშო ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

ზუგდიდის გამგეობაში 2016-2018 წლებში განსახორციელებელი გრძელვადიანი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 2016 – 17 – 18 წლებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

 

დარჩელში საწარმოო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ გააცნეს.

 

ზუგდიდის გამგეობამ შშმ პირებს ეტლები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( ჭითაწყარი, ნაწულუკუ, ბაში, ნარაზენი) მცხოვრებ 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები პირადად გადასცეს.

 

ზუგდიდის საცხოვრებელი სახლების კომისიამ სატენდერო დოკუმენტაცია შეიმუშავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების შედგენაზე იმსჯელა.

 

ქედაში შიდასასოფლო გზების დაგება გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი რომანაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად  დასრულებული და მიმდინარე შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დათვალიერა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics