14:16 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 20:11:36, 2620 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის სოფლის მეურნეობის სამსახურმა მესაკუთრეთა მონაცემთა ბაზა შექმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა და აგრო- ბარათები გადასცა.

,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2013 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო და წელსაც ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მცირემიწიანი ფერმერებისთვის ერთწლიანი კულტურის წარმოების სტიმულირება და მრავალწლიანი ნარგავების მქონე ფერმერების ხელშეწყობაა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურმა, სოფლის რწმუნებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემთა ბაზა შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა. 

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლერი დოჩია განმარტა მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

"აგრო–ბარათებზე თანხა 1 მარტიდან ჩაირიცხება. ჩვენი სამსახური საჭიროების შემთხვევაში მზადაა საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია და ასევე დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა ლერი დოჩიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics