ლევან გორგილაძე წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის მეორე ეტაპის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრნენ.