16:38 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 18:13:21, 656 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ებრალე ხალხს „ხანუქას“ დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის სინაგოგაში შეკრებილ ებრაელ მოქალაქეებს ხანუქის  დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

მათივე ცნობით,   მან  ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.

,,დღეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი ხალხი სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც ბევრ ქართველს, მეც  განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება ხანუქის დღესასწაული. გულითა და სულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ამ უდიდეს დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“,-განაცხადა პატარაძემ.

ხანუქას დღესასწაული გუშინ დაიწყო და რვა დღეს გაგრძელდება. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 164 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ. გადმოცემის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაელები ტაძარში მივიდნენ, ნახეს იქ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი, რომლითაც მენორა, შვიდკანდელა უნდა დაენთოთ. ებრაელთა რწმენით, მოხდა სასწაული და მენორას ერთი დღის სამყოფი ზეთი, 8 დღის განმავლობაში ეყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, რვასანთლიან შანდალზე, ხანუქიაზე, ებრაელები თითო დღეს, თითო სანთელს ანთებენ. სასანთლეს 9 შტო აქვს, თუმცა მეცხრე სასანთლე დანარჩენი რვის "მსახურია".

ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics