სოლიდარული ადამიანები კრავს საზოგადოებას, გნებავთ, სოლიდარობა საუკეთესო მაჩვენებელია, ჩვენი როგორც ტოლერანტობის ასევე მიმღებლობის. ნებისმიერ ადამიანში დევს სურვილი დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს, დავრდომილი წამოაყენოს.. მაგრამ ყველა აკეთებს ამ კეთილშობილურ საქციელს? დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ ყოველ დღეს შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე-ო“ - დიდმა ილიამ, კარგად იცოდა სოლიდარობის ფასი, მან პირველმა გვითხრა ქართველებს, როგორ განვითარდებით და როგორც ვიქცევით ლუარსაბ თათქარიძეებად.