|
2015-05-16 12:46:45, 1031 ნახვა
სხვადასხვა
„ექსპრესნიუსს“ 6–წლიან წარმატებულ მუშაობას ულოცავენ
„ექსპრესნიუსს“ 6 წლიან წარმატებულ მუშაობას ულოცავენ. ანი გოჩაშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი „გილოცავთ, წინსვლა, სულ ასეთი თავისუფლება და ბევრი მკითხველი და კიდევ ასეულობით 6 წელი“ თაკო ფხაკაძე - „პრაიმ-თაიმის“ დამფუძნებელი „გილოცავთ მეგობრებო, კიდევ უფრო მეტი წარმატებებს გისურვებთ“ ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი "ვულოცავ "ექსპრესნიუსს" და მთელს პროფესიონალურ გუნდს დაბადების დღეს! სულ ასე სწორად და რაც მთავარია წინ გევლოთ! ახალი სიმაღლეების დასაპყროობააად" ეკა შანიძე- „თავისუფალი დემოკარეტბის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელი „მედიასაშუალების საქმიანობაში გადამწყვეტია ოპერატიულობა და სანდოობა. 6 წელი მედიაბაზარზე, ამ ორი მთავარი კრიტერიუმის თანხლებით, უკვე გამარჯვებაა. ვულოცავ "ექსპრესნიუსს" დაბადების დღეს. უფრო და უფრო მეტ მკითხველს და პოზიტიურ ექსკლუზივებს ვუსურვებ!“ არჩილ გამზარდია - საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი - ტელეწამყვანი "ენერგიულ სააგენტოს და მის მონდომებულ თანამშრომლებს 6 წლის იუბილეს გილოცავთ, გისურვებდით ისეთი ამბები გქონოდეთ ქვეყანაში, რომ გასაშუქებელი რეპორტაჟები სიხარულით გეკეთებინოთ და არა დარდითა და ნერვიულობის თანხლებით. გისურვებთ მშვიდობიან, თანასწორ, მადლიერებით სავსე და შეკრულ საზოგადოებას, ასეთი ქვეყნის ამბების გაშუქებას." მაია ფურცელაძე - გაზეთ „ვერსიის“ მთავარი რედაქტორი, დამფუძნებელი "ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ იუბილეს... 6 წლიანი ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, გამარჯვებით დასრულებულიყოს! 7 წლის იუბილე კი სოხუმსა და ცხინვალში დარგული კიპარისებით გვეზეიმოს! წარმატებები, ფინანსური კეთილდღეობა და ათასობით ერთგული მკითხველი მინდა გისურვოთ! ია ანთაძე - მედიაექსპერტი "საინფორმაციო სააგენტო, როგორც წესი, მეტად პოპულარულია. როდესაც ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება გარემოში მათ ირგვლივ, პირველ რიგში, სააგენტოებს აკითხავს. ამიტომ, სააგენტოს სიძლიერე ნიშნავს ინფორმირებულ და, ესე იგი, ძლიერ საზოგადოებას. მე "ექსპრესნიუსის" მკითხველი და გულშემატკივრი ვარ. თქვენი წარმატება ნიშნავს, რომ ყველანი ოდნავ უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს". ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი „6 წელი არაა ცოტა, იმ ქვეყანაში სადაც ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები იხსნებიან და იხურებიან იმაზე მალე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. 6 წელი სტაბილურობაა. სტაბილურობას კი ხარისხი განსაზღვრავს. გილოცავთ კოლეგებო დაბადების დღეს. მინდა დიდხანს იყოს და დადგეს ამ ქვეყანაში ისეთი დრო, როცა უფრო მეტი პოზიტივის გაშუქება მოგვიწევს, ვიდრე ნეგატივის.“ ინგა გრიგოლია - ჟურალისტი, ტელეწამყვანი „ძალია მაგრები ხართ, ძალიან ოპერატიულები. „ექსპრესნიუსი“ ყოველთვის არის ხოლმე ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და მკითხველისთვის საინტერესო. თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციას ტავისუფლად ვენდობი. გისურვებთ ბევრ მკითხველს და ისეთივე ოპერატიულობას, როგორიც წლების განმავლობაში ხართ“ ნათია ხაბეიშვილი - „PSP“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი „გილოცავთ მეგობრებო, წლების განმავლობაში „ექსპრესნიუსმა“ დაამტკიცა, რომ მის სფეროში არის ლიდერი. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. ლელა ციხისელი - პიარ კომპანია „კომშის“ ხელმძღვანელი „მრავალი წარმატება თქვენ, რეკორდული რეიტინგი და წინსვლა. გილოცავთ, ჩვენ თქვენთან ვართ“ ნოკა ბაინდურაშვილი - კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი „გილოცავთ, გისურვებთ მაღალ რეიტინგს, ბევრ მკითხველს და წარმატებას, ჩემი სურვილია ასეთ პროფესიონალებად დარჩეთ - ვიცი, რომ ეს გამოგდით და მომავალშიც გამოგივათ“ თამარ ბოდოკია - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „პროფესიონალები ხართ, გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას“ თეონა წერეთელი - კომპანია „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი „კომპეტენტური და ოპერატიული მედია საშუალება, რომელიც იცავს სტანდარტებს, არასოდეს დაკარგავს რეიტინგს. ასეთად ჩამოყალიბდა "ექსპრესნიუსი" ამ 6 წლის მანძილზე. ვულოცავთ თითოეულ მის ჟურნალისტს ამ თარიღს! ვუსურვებთ წარმატებას და დაფასებას, მუდამ ჰქონდეთ ხელშეწყობა ამ მეტად მნიშვნელოვან საქმიანობაში.“ გრეტა წიწავა - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი „პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ექსპრესნიუსის გუნდს იუბილე. წლების განმავლოვაში ვეცნობი თქვენი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის მნიშვნელოვანია ინფომაცია იყოს სანდო/გადამოწმებული და დაბალანსებული (მხარეთა არსებობის შემთხვევაში).მინდა წარმატებები გისურვოთ - დიდხანს იყავით თავისუფალი,დამოუკიდებელი მედიასივრცის წევრი.პატივისცემით ,“ სოფო ჯაჯანაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი „გისურვებთ წარმატებებს, თქვენ იცით, რომ წლებია „ექსპრესნიუსის“ გულშემატკივარი ვარ - გილოცავთ მეგობრებო“ კახა მაღრაძე - პიარ კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენელი „გილოცავთ სასკოლო ასაკს და აბა თქვენ იცით: გაგვახარეთ მწვავე და აქტუალური ჟურნალისტიკით!" თამარ კაციტაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-პროდიუსერი "სანდო, ოპერატიული, ობიექტური, ღირებული ახალი ამბის გავრცელება - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლის შესრულებაც 6 წლის წინ „ექსპრესნიუსის“ ნიუსრუმმა საკუთარ თავს მიზნად დაუსახა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ EPN-ის გუნდის ძალისხმევით ეს მიზანი მიღწეულია. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს დაფუძნების პირველ დღეებში მე მათ გვერდით ვიდექი და ამ მიზნისკენ მისასვლელ გზებს მათთან ერთად თავდაუზოგავად ვკვალავდი. ვულოცავ სააგენტოს გუნდს დაბადების დღეს. „ექსპრესნიუსის“ ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას პროფესიულ კარიერაში." რუსუდან კბილაშვილი - "ვისოლი ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი "გილოცავთ! მრავალი წარმატებული წელი მომელოცოს. ბევრ პოზიტიურ სიახლეს, ერთგულ ექსპრესიულ მკითხველს და კიდევ უფრო წარმატებულ მომავალს გისურვებთ. მადლობას გიხდით კიდევ მრავალწლიანი საინფორმაციო მხარდაჭერისათვის."
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)