უფლებადამცველები თვლიან, რომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია მიზანშეწონილი იყო
უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია მიზანშეწონილი იყო. „გლობალური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის მაგალითზე არ შეიძლება ითქვას რომ ამნისტია დასაგმობია.