15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 16:31:24, 2896 ნახვა

სპორტი
ზვიად კვაჭანტირაძე: ჟოზეფ დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში

"ჟოზეფ დაული არაფერს არ წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით",-ასე ეხმაურება  უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროპარლამენტში  ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

"ყველა მინდა დაგაწყნაროთ. ეს კაცი, ჟოზეფ დოლი არაფერს არ წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ!
ჟოზეფ დოლს კი პირდაპირ შეკითხვას ვუგზავნი მეილზე, რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის???? იქნებ, თქვენზეც აქვთ ოდესღაც რამე კომპრომატები ჩაწერილი და დღეს თავად ხართ შანტაჟის მსხვერპლი?
ვინც არ იცის რა მოხდა დღეს რ2 ეთერში:
ნაცმოძრაობამ გადაწყვიტა ყველა ბინძური ფორმა და ტექნოლოგია გამოიყენოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და დღეს რ2 ის ეთერში ევროპის სახალხო პარტიის საპ. თავმჯდომარეს გააკეთებინეს (!) ყოვლად უპასუხისმგებლო, შანტაჟის შემცველი განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ადეკვატური, მაგრამ უმკაცრესი რეაგირების გარეშე არ დარჩება. 
ევროპარლამენტარები, მათ შორის სახალხო პარტიიდან არ მიჯერებენ, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა საქართველოში და ამბობენ, რომ ეს სრული გაუგებრობაა.
ჩვენ, საქართველომ უმაღლესი წარმატებით შევასრულეთ ყველა საშინაო დავალება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ასეთივე უმაღლესი შეფასებები მივიღეთ თავად ევროპელებისგან. დარჩა მხოლოდ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ევროპარლამენტში და შემდეგ ევროკავშირის საბჭოზე ბოლო წერტილის დასმა. 
არავის, არასდროს, არცერთ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა ოქტომბრის არჩევნებთან არ დაუკავშირებია. ახლა, როგორც ჩანს ნაცმოძრაობა იყენებს კიდევ ახალ იარაღს იმისთვის, რომ ჩაშალოს ეს პროცესი და ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას და საკუთარ ხალხს. არ გამოგივათ!
თუ ასე გააგრძელეთ, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უმკაცრესი რეაგირება თქვენს მორიგ მოღალატეობრივ მზაკვრობაზე და პირდაპირ ანტიქართულ საქციელზე ექნება სწორედ ამავე ქვეყნის ხალხს და ამომრჩეველს, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ასე შანტაჟით და დაშინებით ცდილობთ.
მაინც, ასე ბრიყვულად როგორ მოიქეცით? არც კი გიფიქრიათ, რომ ეს საქციელი შეიძლება ზუსტად თქვენვე შემოგიტრიალდეთ უკან? 
არ გამოგივათ და არც გაპატიებთ!",-წერს კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics