00:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ვახტანგ გომელაური: ერთი ხელის მოსმით ხარჯების შემცირება ძალიან რთულია
„პატრიოტთა ალიანსმა“ გაერო-ს წარმომადგენლობის წინ მორიგი აქცია გამართა
ზურაბ აბაშიძე: ხელშეკრულებას, რომელიც დღეს თითქოს ძალაში შევიდა, არანაირი ლეგალურობა არ აქვს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც დღეს ძალაში შევიდა, სამართლებრივად არავითარი ლეგალურობა არ აქვს.

ღარიბაშვილი: არჩეულ მერებს და გამგებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან

„არჩეულ მერებს და გამგებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი, იმ რაიონების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც პროექტების განსახორციელებლად თანხების ათვისებას აფერხებენ

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, იმ რაიონების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა დაავალა, სადაც რეგიონეში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების ათვისება არ ხდება.
 

პრემიერი მინისტრებს: შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს შეახსენა, რომ შეუსრულებელ სამუშაოებზე  პასუხისმგებლობის აღება სწორედ მათ მოუწევთ.
 

ნოდარ ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხის ათვისება დაწყებული არ არის

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად  თანხის ათვისება დაწყებული არ არის“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 

ნოდარ ხადური: რეკომენდაციით გამოვდივართ, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, შევამციროთ მივლინებები და საწვავის, შენობების რემონტის ხარჯი

საქართველოს ფინანსთა მინსიტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის განკარგულების პროექტის თანახმად, სამინისტროებმა, უწყებებმა  და საჯარო საამრთლის იურიდიულმა პირებმა   მიმდინარე ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში არაუგვიანეს 16 მარტისა უნდა წარადგინონ.
 

სერგეენკო: ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ის წელიწადში ალბათ 50-70 000 ლარამდე იქნება

ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც წინასწარი გათვლით, წელიწადში 50-70 000 ლარმადე უნდა შეადგინოს,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ევროინტეგრაციის თემები და მთავრობის ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის და უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ანა ონიშჩენკოს შეხვედრაზე. 

გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრემ უოტსონს შეხვდა.

 

პრემიერი: საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლურ სტანდარტებს ვამკვიდრებთ

„საქართველოში ვამკვიდრებთ ინტელექტუალური  საკუთრების დაცვის  დასავლურ სტანდარტებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა.

 

საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს

„საქართველოს მთავრობა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა.

უსუფაშვილი: სენატორ ჯონსონისგან მივიღეთ გზავნილი, რომ ყველაფერს გააკეთბეს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს

„მივიღეთ მკაფიო გზავნილი სენატორ ჯონსონისგან იმის თაობაზე, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატების-ის სენატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა  რეზო ჩახავამ და მისმა მოადგილემ მარიამ შელეგიამ   თანამდებობები  დატოვეს.
 

ირაკლი გედენიძეს თავს ულტრა-ნაციონალისტები დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics