კოჟორიძე: ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან სახელმწიფოს მეთაურის გამოსახლების საკითხი იდგეს, არსად მსმენია
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდნეტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მისთვის გასაკვირი იქნება, თუკი პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიმე უწყება პრეზიდენტის ინსტიტუტის სხვა შენობაში გადატანას დაგეგმავს. ამის შესახებ კოჟორიძემ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საკითხზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თაობაზე აღნიშნა.