21:21 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:07:40, 561 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა CAPSTONE-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CAPSTONE-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალი უილიამ ფრეიზერი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.

CAPSTONE-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ქართულ მხარეს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics