ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალურ მოძრაობას": ბიუჯეტის ვირთხები იყავით, ამ თემაზე როცა საუბრობთ, ცოტა გაწითლდით მაინც
"ბიუჯეტის ვირთხები იყავით და ხელს აფათურებდით ყოველმხრივ ბიუჯეტში, დაწყებული თქვენი შეფიდან, დამთავრებული ნებისმიერი თქვენი ხელისუფლების ჩინოსნებამდე",-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პიოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.