|
2016-02-11 14:41:57, 634 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: თუ საჭირო გახდა, ცილისწამებისთვის სასამართლოსაც მივმართავ
„თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც კი მივმართავ იმ ცილისწამებისთვის, რომელიც სრულიად საზოგადოებას ასმენინეს“, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პეტიციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს. სანიკიძის თქმით, მან იხუმრა, როდესაც თქვა, რომ მზად იყო, პეტიციაზე ხელი მოეწერა. სანიკიძის განმარტებით, მან ხუმრობით თქვა, რომ ისეთი ტექსტი ეწერა, სიმართლე რომ ყოფილიყო, ალბათ, ხელს თავადაც მოაწერდა. მინისტრის შეფასებით, პეტიციის ტექსტი ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი არაა და თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა. „ეს იყო ხუმრობა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, სასაცილო და სახუმარო კიარა, სატირალი ამბავია ნამდვილად. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, ვკითხოთ იმ ადამიანებს იმიტომ, რომ ამაში მარცვალიც კი რეალობისა არ იყო. კიდევ ერთხელ ამ ტყუილის საფუძველზე მოაგროვეს ხელმოწერები და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დაუკავშირდნენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს. მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და როგორც კი მე ამას დავასაბუთებ და ძალიან მარტივია ამის დასაბუთება იმიტომ, რომ სხვა რომ არაფერი გავაკეთო, არსებობს საგნის სტანდარტი, რომელზედაც ვსაუბრობთ, წერა კითხვა ვინც იცის, ყველას შეუძლია ნახოს და წაიკითხოს. თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც კი მივმართავ იმ ცილისწამებისთვის, რომელიც ასმენინეს სრულიად საზოგადოებას. მე მეგონა, რომ გაიგებდით ამას, მაგრამ რადგან ვერ გაიგეთ გეტყვით, მე ვთქვი, ისეთი ტექსტი ეწერა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ მეც მოვაწერდი ხელს-მეთქი, მაგრამ ცოტა იმის უკან უნდა გავიხედოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ აკეთებენ საერთოდ ამას“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერით პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს. სანიკიძე ინტერვიუში შემდეგ ტერმინოლოგიას იყენებს: „თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ საგნის სტანდარტზე სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან. ამასთან მინისტრი ინტერვიუში ამბობს: „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)