უსუფაშვილი: არ არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე
“ჩვენ ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს და მიყვარს ჩემი პარტია და ე.ი. მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება, მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე იქნება მსჯელობა“,-ასე უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის კითხვას-ნიშნავს თუ არა მეორე პარტიად ყოფნა მეტ ადგილს საარჩევნო სიაში.