2016-05-30 17:11:32, 749 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ივანიშვილის წერილზე: ეს არის ღრმა ანალიზი, რომელიც მოკლედ არის ჩამოყალიბებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილში ზუსტად არის შეფასებული ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საუბარია უმუშევრობაზე, გაღატაკებასა და სხვა საკითხებზე.
„ეს არის ღრმა ანალიზი, რომელიც მოკლედ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ მართვის სტილზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს, ვოსლკის აზრით, ძალიან რთული იქნება საზოგადოების დაჯერება, რომ მათ ქვეყნის მართვის სხვა მეთოდი ექნებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან