ხიდაშელი: „მთავრობის ნებაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა რაც შეიძლება დამოკლდეს“
„საქართველოს ხელისუფლება, მისი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოს ამოცანა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არის ნატოს წევრობა. ეს არის ცალსახა, უპირობო არჩევანი, რომელიც, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და, შესაბამისად, ამ ხალხის არჩეულ ხელისუფლებას აქვს გაკეთებული“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.