ჯანელიძე: ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია
ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის თემატურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.