|
2016-07-09 13:24:41, 570 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ნატო-ს ყოველი სამიტი პატარა წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნატო-ს დახმარების მიუხედავად, საქართველო დაცული ქვეყანა არ არის. როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ნატო-ს ყოველი სამიტი საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ქვეყანას დროის დეფიციტი აქვს. "პრობლემა არის ის, თუ დროის რა რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას. ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ თეორიული საფრთხისგან ჭირდება დაცვა, ის შეიძლება დაკმაყოფილდეს მოკრძალებული წინსვლით. თუმცა, თუ ქვეყანას აქვს დროის დეფიციტი, მაშინ ეს პატარა წარმატებები არადამაკმაყოფილებელია. ბუქარესტის სამიტზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მაშინ პირველად და უკანასკნელად დადგა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი. თუმცა, მას შემდეგ MAP-ი ჩანაცვლდა დაპირებით, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ნატო-ს წევრიიქნება. ნატო-ს ისტორიაში ბრიუსელს არცერთი ქვეყნისთვის არ უთქვამს, რომ ის ნატო-ს წევრ ი ვერ გახდება. ვარშავის სამიტზე პრიორიტეტული საკითხი იყო პოლონეთისა და ბალტიისპირეთის თემა. გასაოცარი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადება. ასეთი განცხადებები მე არ წამიკითხავს მიუნხენის სამარცხვინო გარიგების შემდეგ. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს კეთდება რუსეთის საფრთხისგან თავის დასაცავად და ამ დროს ოლანდი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხე არ არის. ეს მიუთითებს, რომ ნატო-ს შიგნით არ არის ერთიანი პოზიცია. ჩვენ გვაქვს პროგრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნიდან აგრესიის განხორციელება შეკავებულ იქნას", - აცხადებს ცინცაძე. ექსპერტმა ნატო-თან დაახლოების კუთხით საქართველოს ხელისუფლების 4-წლიანი მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ კუთხით მხოლოდ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გააქტიურდა. "ქვეყნებს შორის სიახლოვეს შევხედრები, კონტაქები განსაზღვრავს. 4 წელი გავიდა და დღევანდელი ხელისუფლება ამ კუთხით მხოლოდ უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში გააქტიურდა. მანამდე ჩვენ გვესმოდა კვაჭანტირაძის განცხადებები ეს რა იდიოტი პარლამენტარები ყავთ ევროპელებს, საწყალი ევროპელები და ა.შ. მუდამ ის გვესმოდა, რომ ევროპის ყველაზე დიდი პარტია მოსყიდულია და ასეთი გარემოება ხელს არ უწყობდა ევროპასთან ჩვენს სიახლოვეს. ახლა იცვლება ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენად იქნება ეს საკმარისი არ ვიცი. დასავლეთთან სიახლოვისთვის 2 ფაქტორი დიდ როლს ითამაშებს. გააჩნია არჩევნები როგორ ჩატარდება და როგორ წარიმართება "რუსთავი 2"-ის საქმე. ევროპელები დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ ამ საქმეს. ახლა ვოლსკიმ გინდ სიცრუის მანქანა დაუძახოს ამ ტელევიზიას და გინდ სხვა რამ", - განაცხადა ცინცაძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)