„ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს“
ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს, - ასე გამოეხმაურა თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის.