|
2016-10-09 13:35:24, 748 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ყოველმა მეორე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი
„საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, 20 მაჟორიტარტული ოლქი და შეიძლება მეტიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიგო. ჩუგოშვილი მარნეულში განვითრებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტი დროულად უნდა იყოს გამოძიებული. „გვინდა განსაკუთრებით გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. ამას ხელმძღვანელობდა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)