პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებენ
,,დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილიდა გიორგი კვერენჩხილაძე, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.