13:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:58:28, 893 ნახვა

პოლიტიკა
ალექსი ბარბაქაძე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოდან აცნობეს.

ალექსი ბარბაქაძე 1966 წლის 7 იანვარს დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1997 წლიდან გაიარა ბუნდესვერის ბატალიონის სამეთაუროკურსები (ოცმეთაური, ასმეთაური, ბატალიონის მეთაური), ხოლო 1999 წლიდან - ლოგისტიკის სამეთაურო კურსები (ლოგისტიკისპოლკი, სასაწყობომეურნეობა, ლოგისტიკის სარდლობა).

2001-2002 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბუნდესვერის გენ.შტაბის აკადემია.

1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში;

1992-1993 წლებში იყო დაზვერვის ბატალიონის უფროსი.

1993 წელს - სწრაფი რეაგირების კორპუსის განყოფილების უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდალი - შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარმიო კორპუსის მეთაური,

1994-1995 წლებში - შსს-ს შინაგანი ჯარის სარდლის I მოადგილე,

1995-1997 წლებში - საქართველოს შეირაღებული ძალების გვარდიის მთავარი სამმართველო

1997-1998 წლებში - პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის წევრი,

1998-2001 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2003–2004 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი,

2004-2005 წლებში - J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი,

2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი

მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ბრძოლებში. ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ნავთობით მდიდარ სტრატეგიულ რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის ოპერაციებს.

ალექსი ბარბაქაძე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სტრატეგიისა და რეფორმის ავტორი. შემუშავებული აქვს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კონცეფცია. 2005 – 2006 წლებში, სტრატეგიული კვლევის ცენტრში კითხულობდა ლექციებს კონფლიქტოლოგიასა და ოსეთის შესაძლო კრიზისის განვითარების თაობაზე.

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics