მანანა კობახიძე: იმ საზოგადოებას რა ვუთხარი ივანიშვილის დაცვა რომ გახდება საჭირო!
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამცხე-ჯავახეთში ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ „უმადურობის და დაუნახავობის რა ჭაობში უნდა ვიყოთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგის დადებაში მისი როლი და ფუნქცია რომ ვერ დავინახოთ?! და თუ ვხედავთ, ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ, ყველაფერი არ უნდა ვთქვათ!“.