კონგრესმენები: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს
ამერიკელი კონგრესმენები დევიდ დუნკანი (კალიფორნია, რესპუბლიკური პარტია), და დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია) საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავენ და ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რაც დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლას ადასტურებს.