12:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრეზიდენტის აზრით, კარგი იქნება, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხზე იმუშავებს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების უსაფრთხოება, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გმობს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადბეით, სამწუხაროდ  ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე გატაცებების სერია გრძელდება.

აბაშიძე: არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ჩვენ პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი   ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დავით ონოფრიშვილი ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მაჭავარიანი: სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები 2012 წელთან შედარებით მილიარდით არის გაზრდილი

ერთ დღეს ყველა სიპ-ის და ყველა გამგეობის თანამშრომელი რომ მივიდეს თავის სამუშაო ადგილზე, შეიძლება ვერ დაეტიონ, შენობები დაინგრეს, იმდენი თანამშრომელია დამატებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაწავარიანმა განაცხადა.

ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

ბესელია „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე: ყველაფერი გაკეთდება, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს

„დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრი არა თუ არ შეუშლის ხელს გამოძიებას, არამედ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სამხედრო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტს.

სერგეენკო: მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წარადგენს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება. 

რურუა ზურაბიშვილზე: მასზე უზარმაზარი სახელისუფლებო რესურსი მუშაობდა, თავის გაყალბებით, სუს-ით და დანარჩენი ხრიკებით
სერგი კაპანაძე: დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია.

კობახიძე რულოვსზე: კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, დამარცხების აღიარებაა

სანდრა რულოვსი დარჩებოდა მეორე ტურში თუ არა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნამდვილად გაიმარჯვებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე: ამ პირზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მონანა კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

ვოლსკი რულოვსზე: უფრო ადვილია, იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე

„რასაკვირველია უფრო ადვილია  იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სანდრა რულოვსის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მინაწილეობაზე უარის თქმას.

ვოლსკი უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე: მონაცემები კარგი აქვს თითქოს, წარმატებებს ვუსურვებ

„მონაცემები კარგი აქვს თითქოს“, - ასე აფასებს  ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილის დანიშვნას.

დავით რაქვიაშვილი: ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია

უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნულმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics