03:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 10:48:49, 1113 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია ვიზიტს ფინეთში სტუმრობით დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან და თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ იამო ლინდბერგთან. ფინეთის თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის შესახებ ბრიფინგს დაესწრება. ლევან იზორია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინთანაც გამართავს შეხვედრას.

ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ სტუმრობით დაიწყება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან გამართავს შეხვედრას. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“.

გადაინაცვლებენ და ფართო საზოგადოებას საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან და შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყებს, სადაც სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსების ქართველ მსმენელებს გაესაუბრება.

დაგეგმილია ლევან იზორიას შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics