ავრამოპულოსი ვიზალიბერალიზაციაზე: დადგა დრო, ერთობლივად ვიზეიმოთ ისტორიული, წინ გადადგმული ნაბიჯი
„დღეს უკვე რამდენიმე წუთის წინ, ევროკავშირის საბჭომ ფაქტიურად გადაწყვიტა გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და უვიზო მიმოსვლა დაენერგა“, - ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.