13:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 15:38:34, 2139 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის მხრიდან ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში ანა დოლიძე მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, 16 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და უფლებამოსილი პირი, ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდება და კომისიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას პირადად წარადგენს.

"როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივემგზავრები ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად და პრეზიდენტის პოზიციის წარსადგენად. ასევე იმისათვის, რომ შევხვდე ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნო მათ ჩვენი პოზიცია, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და განსაკუთრებით, არის თუ არა ცვლილებებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფასეულობა, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დაცულობის მნიშვნელობა და ინტერესი, და ყველა ის თემა, რაზეც პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას",- აღნიშნა ანა დოლიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics