03:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება
პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს

პარლამენტი დღეს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

ჯანელიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყოს რეაგირება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმს, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, არალეგიტიმურს უწოდებს.

პრეზიდენტი: კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს
ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტის მოხსენებას არ დაესწრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე  გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ვერ დაესწრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბანკ „ქართუს“ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ ქართუს“ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

სუბარი: პრეზიდენტი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას

„პრეზიდენტი წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ რომ ასეთი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლი“, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი: ხელისუფლება კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად ეხმარება
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
პრემიერი: საქართველო ევროპული წესრიგის ნაწილი ხდება
„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს

კამპანია „ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ქუთაისს ეწვევა
მაღრაძე: ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც მწეველთა რაოდენობას შეამცირებს

„საქართველო არის მეორე ქვეყანა ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით, თუ სათანადოდ არ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ მიმართულებით, მალე პირველი ქვეყანა ვიქნებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილი: სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს იმ მონაცემსაც კი გადავაჭარბეთ, რაც შევარდნაძემ 2003 წელს დატოვა

„გადასახადების შემცირება გაზრდის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევრობას, დაასტაბილურებს ფასებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, რადგან საკუთარ კეთილდღეობას ვერ ელევიან“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სამადაშვილი: ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია. 

ადა მარშანია: სალომე სამადაშვილს რეპლიკა მინდა ვესროლო - სანამ აქ ხართ, პარლამენტი დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება

„ქალბატონ სალომეს რეპლიკა მინდა ვესროლო, სანამ  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანო დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“  წევრმა ადა მარშანიამ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics