|
2017-07-26 16:05:13, 2340 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი არაა, ამიტომ მთელი ყურადღებით გავეცანით შენიშვნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის თვითმიზანი ვეტოს დაძლევა არაა. როგორც კობაიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისას განაცხადა, სწორედ ამიტომ დაავალა კომიტეტებს მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ პრეზიდენტის ვეტოებს. კობახიძის განმარტებით, თავადაც გაეცნო იმ დოკუმენტის შინაარს, რომელიც პრეზიდენტისგან იქნა წარმოდგენილი, თუმცა მიაჩნია, რომ მოცემული არგუმენტები უსუსურია: „ვეტოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენთვის არ არის თვითმიზანი ვეტოს დაძლევა. მე ვთხოვე კომიტეტებს, რომ მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ შენიშვნებსა და წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარს. და მეც პირადად გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარს, რომელიც იქნა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ამ შემთხვევაში, ჩემი დაინტერესება იყო განსაკუთრებული გამომდინარე იქიდან, რომ 2014 წელსაც ვიყავი ჩართული პროცესებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან და დღესაც ვიყავი უშუალოდ ჩართული წინასწარ განხილვებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან. ასევე, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში, ვიყავი ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ 76 სჯობია 69-ს.ესაა საერთო ხაზი, რომელზეც ეს დოკუმენტია აგებული. თუმცა ამას თავისი დასაბუთება არ აქვს. ასევე, არის უამრავი პრეცედენტი ევროპის მასშტაბით, სადაც ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანებულია როგორც ურბანული, ისე არაურბანული დასახლებები, აქ ზუსტად ისეთივე წარმატებით ხორციელდება ურბანული განვითარების დაგეგმვა, როგორც იმ ერთეულებში, სადაც ცალკე არის წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქი. არანაირი განსხვავება არაა ამ კუთხით. შესაბამისად, არგუმენტი არის არა მარტო უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არ აქვს“,-განაცხადა კობახიძემ. გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა. პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა. “ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. 7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის რეალური , ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება. “კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული. ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)