ინაშვილი: პრეზიდენტს თუ საჯარო დისკუსიის უფლებას წავართმევთ, მაშინ კოლექტიურ „სააკაშვილებად“ გადავიქცევით
„თუ პრეზიდენტს წავართმევთ საჯარო დისკუსიის უფლებას, თუ არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, მაშინ გადავიქცევით კოლექტიურ სააკაშვილებად, რაც დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გინდათ“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.