ჩუგოშვილი: ჩვენი პოლიტიკური კულტურა მომწიფებულია, რომ ძალაუფლების დიდი დოზით კონცენტრაციაზე უარი ვთქვათ
„ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა მომწიფებულია იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე უარი ვთქვათ, კერძოდ საკონსტიტუციო უმრავლესობებზე“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჩოხატაურში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.