|
2017-09-27 15:27:41, 1920 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას პერიოდში არ მიმუშავია
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერდიოში, სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს ავნონ. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ რაღაც არიონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა დავით უთმელიძემ. მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან ის სასჯელაღსრულების სამინისტროში აღარ მუშაობს. „ამ დღის შემდეგ, ფიზიკურად სასჯელაღსრულების სისტემაში არ მიმუშავია, მითუმეტეს, ბაჩო ახალაიას პერიოდში. მინდა ვთხოვო ჩემს ოპონენტებსა და ჟურნალისტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ. იმ რეჟიმთან არ მიმუშავია და იმ უმსგავსობასთან დავით უთმელიძეს კავშირი არ ჰქონია“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. დავით უთმელიძემ ბრიფინგი თანაგუნდელებთან - ჯაბა ჯიშკარიანთან და ირაკლი ზარქუასთან ერთად გამართა. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)