20:33 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მათი ამოცანაა, მოახდინონ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაცია
პრემიერი - ჩვენი ჩართულობა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ
პრემიერი - მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა, ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, "ქართულ ოცნება" აღარ აფინანსებს
კახა კუჭავა-აუცილებელია, ახალი შესაძლებლობები შევქმნათ რეგიონებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - შეადარეთ რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავა - კახი კალაძეს, ეს ადამიანები არსად წასულან, იგივე ხალხი ძალადობს დღემდე
პრემირი - აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე , გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს

 

 

პრემიერი - 1-ელ ოქტომბერს, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მართვაზე და ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, მშვიდად და სტაბილურად მართო ქვეყანა
კახა კუჭავა- ერთ-ერთი მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ რეგიონს

ერთ-ერთი მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ რეგიონს, თავიანთ კუთხეს- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ   „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის კახა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით,ეს უნდა იყოს ახალი მერის საზრუნავიც. ახალი მიმართულება, რომლითაც ბაღდთმა ნამდვილად უნდა გამოიჩინოს თავი, გახდეს უფრო ძლიერი, რადგან საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი მუნიციპალიტეტები.

"უდიდესი სიამოვნებაა თქვენთან შეხვედრა და იმ ულამაზესი ადგილების მონახულება, რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სიმდიდრეა.

ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბაღდათის აღწერა, რომელიც უმდიდრესი იყო სოფლის მეურნეობით- თამბაქოს, სიმინდის   მოყვანით, მევენახეობით, ვაზის მოვლით და ისეთი უნიკალური ჯიშებით, როგორიცაა ციცქა, ცოლიკაური, ალადასტური, ოცხანური საფერე.

დღეს ხდება ყველა ამ ჯიშების აღდგენა, რადგან იგი მივიწყებული იყო. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მანძილზე ხდებოდა გარკვეული ჯიშების პოპულარიზაცია და ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც ქართული მევენახეობა მდიდარი იყო და რა თქმა უნდა, ბაღდათს თავისი როლი აქვს ამ კუთხით.

გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის თუ რა სიმდიდრეა ბაღდათში და რამხელა პოტენციალი აქვს მას. მე აქ ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, თუმცა, ჩემთვისაც სიახლე იყო, როდესაც გავიგე, ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც მოგზაურობდნენ ამ მხარეში, თუ რა სილამაზეა ხანის ჩანჩქერი. ყველა ვცდილობთ, რომ სხვა ქვეყანაში ჩავიდეთ, ასეთი სილამაზე ვნახოთ და საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ არსებობს ხანის ჩანჩქერი და რამდენად საინტერესო ტურისტული მიმართულება შეიძლება გახდეს ეს. მთავარია სწორი ინფრასტრუქტურის განვითარება, ბილიკებით, მინიშნებებით, საპიკნიკეებით, სადაც ოჯახებით შევძლებთ მისვლას.

ბაღდათში იყო მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. მათ იცოდნენ, სად არის ის უნიკალური მიკროკლიმატი, სადაც ყველამ შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელი.

ბევრს არ ვიტყვი კურორტ საირმეზე,  რა თქმა უნდა, ის ცნობილია, თუმცა, საერთოდ მივიწყებულია ზეკარის უცნობილესი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც სჭირდება განახლება, ინვესტიციები. ბევრი საინტერესო ადგილია აქ, რითაც ბაღდათმა ნამდვილად შეიძლება გამოიჩინოს თავი და მთელი მუნიციპალიტეტი ძლიერად დადგეს ფეხზე.

ფერდობებზე შეფენილი ულამაზესი სოფლები  ბრწყინვალე ,,გესთჰაუსები" შეიძლება გახდეს, მთავარია სწორად მივიტანოთ მოსახლეობამდე ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს და კიდევ ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ იქნება ეს ტურისტული მიმართულება, სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა პროგრამები, რომელიც თითოეული თქვენთაგანის გამოსაყენებელია.

ერთ-ერთი მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ რეგიონს, თავიანთ კუთხეს.

ეს უნდა იყოს ახალი მერის საზრუნავიც. ახალი მიმართულება, რომლითაც ბაღდთმა ნამდვილად უნდა გამოიჩინოს თავი, გახდეს უფრო ძლიერი, რადგან საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი მუნიციპალიტეტები.

ამის სრული პოტენციალი არსებობს, ყველანაირი შესაძლებლობა, მთავარია სწორად დაიგეგმოს და სწორად გავაგრძელოთ განვითარება.

ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაო რაოდენობითაა რეგიონებში, მათ შორის ბაღდათში. საჭიროა ერთიანი  ხედვის არსებობა, რომელიც აუცილებელია თქვენთან ერთად იყოს შემუშავებული. ამიტომ, თქვენი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მერის და საკრებულოს მიერ არის გადასაწყვეტი, არის აუცილებელი და რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ ამისკენ.

აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამისთვის საჭიროა შესაბამისი გეგმები, ხედვა და მთავრია სწორად აღვასრულოთ იგი.

იმედი მაქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ,  ნამდვილად ვიამაყებთ მერის წარმატებებით, რისი მონაწილეც რა თქმა უნდა, იქნებით თქვენ.

მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ბაღდათის და ყველა სხვა მუნიციპალიტეტს განვითარებას  ისე, როგორც ამას იმსახურებს თითოეული თქვენთაგანი."-განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და ღირსეულად მოვიგოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით
კახა კალაძე - ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას აანონსებს
გურამ მაჭარშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ობიექტური სურათი და ინფორმაცია იმაზე, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება
ირაკლი ღარიბაშვილი - მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას, ამ დესტრუქციული ძალის და მათი ტელევიზიების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics