21:19 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 17:12:30, 1787 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული

„მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის"  მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს ზოგადად შავიზღვისპირეთში, მათ შორის ბუნებრივია ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. 

„მისასლმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ეიპიემ ტერმინალსი" კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური - 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 „ამიტომ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი -  დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics