22:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-25 20:59:55, 279 ნახვა

სხვადასხვა
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით

„ფაინენშალ ტაიმსისა“ და კვლევითი კომპანია „ფოკალდატას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში რეგისტრირებული ამომრჩევლების 69% შეშფოთებულია კორუფციით, პირადი სარგებლისთვის ძალაუფლების ექსპლუატაციით და ინტერესთა კონფლიქტით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. 2024 წლის არჩევნებში ტრამპს მხარი დაუჭირეს ამერიკელებს შორის ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარს შეადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, 3 ნოემბერს.

გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა 16-დან 18 ოქტომბრამდე, 1648 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ კორუფცია ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა, ვიდრე წინა ადმინისტრაციების დროს.

უკმაყოფილება იზრდება ცხოვრების ფასების ზრდის ფონზე. გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა 2025 წლის იანვარში და მეოთხედზე მეტმა შეამცირა ხარჯები აუცილებელ საქონელზე ან ჯანდაცვაზე.

ამასობაში, ფასების ზრდაში 54%-მა ტრამპის ადმინისტრაცია ან კონგრესის რესპუბლიკელები დაადანაშაულა, ხოლო 40%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა მათ შუალედურ არჩევნებში დემოკრატებისთვის ხმის მიცემის ალბათობას ზრდის.

თეთრმა სახლმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებები უარყო. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევის ინგლმა განაცხადა, რომ ტრამპი ფედერალურ სააგენტოებში თაღლითობას ებრძვის და ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამასობაში, FT-ის ცნობით, პრეზიდენტის ოჯახის კრიპტოვალუტის პროექტებმა, რომლებმაც, გამოცემის ცნობით, მათ მინიმუმ მილიარდი დოლარი მოუტანა, დამატებითი კრიტიკა გამოიწვია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics