16:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 12:54:41, 1840 ნახვა

კომენტარი
კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები

„თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, დედაქალაქის მერიც უნდა დაჯარიმდეს, რადგან მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე 10-ზე მეტი ადამიანი იყო იმყოფებოდა.

კალაძის თქმით, მის მიერ შეკრებილი ყველა ადამიანი წითელი ჯვრის მიერაა გადამზადებული და ყველა მათგანი შესაბამისი საშუალებებითაა აღჭურვილი.

„ის რაც ვნახეთ, მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს. კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები. თუ მართლა კეთილი ზრახვები აქვთ და მართლა უნდათ ხალხს დაეხმარონ, მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა ის საშუალებები, პროდუქტები და სხვა. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას. იქ შეკრებილი ადამიანები, რომელზეც საუბარია, აბსოლუტურად ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ, ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს, რათა არ დაიზიანონ თავი და არ დააზიანონ სხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics