|
2015-08-08 11:22:50, 495 ნახვა
პოლიტიკა
აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველო ჰააგის გადაწყვეტილებას ელოდება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა ჰააგის სასამართლოშია გადაგზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები გადაგზავნილია რამდენიმე თვეა ჰააგის სასამართლოში, სადაც ჰააგის პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია, თუ არა ის ნაბიჯები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭიროება, რომ თავად მან გამოიძიოს ეს საქმე, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ რაც საქართველომ 2008 წლიდან, ორმა სხვადასხვა მთავრობამ გავაკეთეთ, არ არის საკმარისი. ჩვენ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს იმ საქმეს, რასაც გმირები შეეწირნენ და მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობს საქართველო გაამთლიანოს. „ყველა დედას, ყველა მამას, მშობელს, ვუსამძიმრებ იმ დიდ ტკივილს, რაც მათი შვილების დაკარგვით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს საამაყოა, რომ მათ ოჯახში დაიბადნენ ის გმირები, ვინც რუსეთის აგრესიას წინ აღუდგა 7 წლის წინ და ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის, მშვიდობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლა. ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და მშვიდობიანი მეთოდებით, გონიერებით, მოთმინებით, გამძლეობით, ქართველი ხალხი გაამთლიანებს საქართველოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)