16:25 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 15:33:08, 299 ნახვა

ეკონომიკა
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. სებ-ის ცნობით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უცნობი პირი მოქალაქეს WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით დაუკავშირდა და თავი საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად გააცნო. ასევე, დაფიქსირდა სებ-ის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება.

მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტ ბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს" - წერს სებ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში.

"ეს სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს.

ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება.

ამ და სხვა შემოთავაზების  შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება.  შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს" - აცხადებს ეროვნული ბანკი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics