16:25 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 09:46:59, 591 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ქართველი ხალხი ვერ შეეგუება, რომ აფხაზებისა და ოსების გარეშე იცხოვროს

„ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორიების დაკარგვას, აფხაზების და ოსების გარეშე ცხოვრებას ქართველი ხალხი ვერ შეეგუება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შეჩერებას გონივრული პოლიტიკით ცდილობს.

„ოკუპაცია გრძელდება  და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს ეს პროცესი შევაჩეროს. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ ხანგრძლივი მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტი. მშვიდობას ალტრნატივა არ აქვს. თუ გვინდა, რომ ეს ტერიტორიები შემოვიერთოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ამის ერთადერთი გამოსავალი მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. ეს არის ნდობის აღდგენა აფხაზ და ოს ძმებთან და რუსეთთან გონივრული პოლიტიკა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიქნებით მტკიცე და პრინციპული, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორიები და მის დაკარგვას ქართველი ერი  არ შეეგუება და იმას, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა იცხოვროს აფხაზებსა და ოსების გარეშე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics