18:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 15:20:26, 1891 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს

„ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.

მისი ტქმით, მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და  პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურსათის მიწოდება განსაკუთრებულ რეჟიმში ხორციელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის და უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონაში სურსათის ოპერატორებისთვის დამატებითი რეგულაციები  და წესები მოქმედებს.

მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და  პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს.

ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებასთან იმისათვის, რომ რეგიონში საჭირო პროდუქტების შეტანა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს.

აღნიშნულ ვითარებაში უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მძღოლების ეკიპირება, რომლებიც საკარანტინო ზონაში სპეციალური ხსნარებით დამუშავებული მანქანებით იმოძრავებენ. აღნიშნული  საკითხი შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილებას ემსახურება.

ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის სპეციალური შტაბი არსებობს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ყველა მიმართულებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოს“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics