|
2020-03-24 11:06:39, 1304 ნახვა
კომენტარი
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი: ჩემო მარნეულელებო, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება
„ჩემო მარნეულელებო, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“, - ამის შესახებ მარნეულის მაჯორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა დაწერა სოციალურ ქსელში. ის მარნეულის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში“. „ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონა ვირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე ვირუსის მასობრივი გავრცელება", -აღნიშნულ მიმართვას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული. „პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება", - წერს თამაზ ნავერიანი.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)