19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 11:44:16, 1235 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის შვილი - გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი, გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, საზოგადოებას მოუწოდებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

როგორც გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა.

„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics