2020-03-23 09:47:16, 2420 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა
ესპანეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 11 აპრილამდე გაგრძელდება.
„აუცილებელია ვირუსის დამარცხება მისი პროგნოზირების გაგრძელებით. ვიცი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტური გზა. ვიცი, რომ არაკომფორტულია ადამიანებისთვის 11 აპრილამდე ჩაკეტვა, მაგრამ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გავიმარჯვებთ", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ცნობისთვის, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 ათასს გადააჭარბა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,