21:53 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 20:32:34, 785 ნახვა

ეკონომიკა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართა. ღონისძიებამ ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზრის გაცნობის, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაახლოებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.

გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, უზბეკეთის მხრიდან კი ღონისძიებას 1,400-ზე მეტი კორპორატიული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.

ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დახურულ ბიზნესკონფერენციას, საერთაშორისო გამოფენას, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტებსა და მიზნობრივ B2B შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში 90-ზე მეტი პირისპირ ბიზნესშეხვედრა გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უზბეკეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარედგინათ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.

გამოფენის საერთაშორისო მასშტაბის ზრდას ხელი შეუწყო სტრატეგიულმა პარტნიორობამ უზბეკეთის წამყვან ბიზნესინსტიტუციებთან — The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-თან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. 

„საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ საერთაშორისო ბიზნესდიალოგის, ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პლატფორმაა, რომელიც ქართულ კომპანიებს ცენტრალური აზიის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics