2020-03-22 23:02:08, 2438 ნახვა
მსოფლიო
კაფე ბარების და პაბების დახურვის გადაწყვეტილება ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც მაკრონმა ულტიმატუმი წაუყენა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იძლებული იყო შემოეღო შეზღუდვები რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას ულტიმატუმი წაუყენა.
მათივე ინფორმაციით, მაკრონი იყო უკმაყოფილო, რადგან ბრიტანეთი არ იღებდა შესაბამის ზომებს, რაც საჭიროა კორონავირუსის პრევენციისთვის.
"ჩვენ იძლებულები ვიყავით ღიად დავმუქრებოდით მას", - განაცხადა მაკრონმა.
აღნიშნულ ინფორმაციას, ფრანგული გაზეთი "LIBERATION" ავრცელებს
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან