2020-03-21 09:33:50, 2298 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 397-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 275 429-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 88 252 ადამიანი.
ჩინეთში ინფიცრებულების რაოდენობა ამ ეტაპზე 81 281-ს შეადგენს, იტალიაში - 47 021, ესპანეთში - 21 571, გერმანიაში - 19 848, ირანში - 19 644, აშშ-ში - 19 624, ხოლო საფრანგეთში - 12 632 ადამიანი.
ამ დროისთვის, კორონავირუსი 166 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,