05:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 15:18:05, 1748 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი.

 „თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით. ამასთანავე გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტირებული ფილიალი  ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში. 2019 წლიდან თეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics