15:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 11:26:24, 4456 ნახვა

მსოფლიო
„NASA-მ“ მზის სისტემის შესწავლის მიზნით, ახალი მისია წამოიწყო

მზის სისტემის შესწავლის მიზნით, „NASA- მ“ წამოიწყო მისია, რომელიც შეისწავლის ვენერას, იუპიტერის მთვარე, იოსა და ნეპტუნის მთვარე, ტრიიდს. როგორც ცნობილია, თუ „NASA“ რომელიმე იდეას შეარჩევს, ის იდეის განხორიცელებას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ ინფორმაციას “NASA” აქვეყნებს.

შეთავაზება მოიცავს იმ პლანეტებისა და მთვარეების შესწავლას, რომლებზეც „NASA“ ამჟამად არ მუშაობს. ისინი სააგენტოს „აღმოჩენითი პროგრამის“ ნაწილია, რომელიც მეცნიერებსა და ინჟინერებს მოუწოდებს, დაეხმარნონ მზის სისტემის შესწავლასა და ახალი, წარმოსახვითი მისიის კონცეფციების შემუშავებაში. ცნობისთვის, 1992 წლიდან პროგრამამ ხელი შეუწყო 20-ზე მეტი სამეცნიერო იდეისა და მისიის განვითარებას.

„ამ მისიას აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიერ სამყაროს აღქმა, მზის სისტემის ყველაზე აქტიური და რთული ნაწილის შესახებ, გარდაქმნას. მებისმიერი ციური სხეული შესწავლა ხელს შეუწყობს იმ საიდუმლოს ამოხსნას, თუ როგორ ხვდებიან ციური სხეულები კოსმოსში“, - ამის შესახებ ნასას სამეცნიერო მისიის წარმომადგენელმა თომას ზურბუჩენმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, თითოეულ ჯგუფს საკუთარი იდეების გასავითარებლად 9 თვე და სამი მილიონი დოლარი ექნება. საბოლოო შერჩევა კი 2021 წელს მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics